Accentnews.ge
იტალიის მომავალი პრემიერი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება

იტალიის მომავალი პრემიერი უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება

28/09/2022 09:52:49 მსოფლიო

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯია მელონი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდება, უკრაინას მხარდაჭერას ჰპირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯია მელონის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იტალიის ახალ მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„ძვირფასო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის. დარჩით ძლიერი და შეინარჩუნეთ თქვენი მტკიცე რწმენა“, – მიმართა მელონიმ ზელენსკის.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მელონი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან იტალიელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს უკრაინას იარაღი, იმის მიუხედავად, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S