Accentnews.ge
ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია "Nord Stream 1" და "Nord Stream 2" მილსადენების დაზიანების გამო

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია "Nord Stream 1" და "Nord Stream 2" მილსადენების დაზიანების გამო

28/09/2022 09:45:15 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკი ღრმად შეშფოთებულია "Nord Stream 1" და "Nord Stream 2" მილსადენების დაზიანების გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში.

მისი თქმით, ევროკავშირი მომხდარს "განზრახ ქმედებას" უწოდებს.

"ყველა არსებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ეს გაჟონვა არის მიზანმიმართული მოქმედების შედეგი", – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოძიებას, რომლის მიზანიც იქნება გარკვევა, თუ რა მოხდა და რატომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S