Accentnews.ge
ბორელი: "ევროკავშირი გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარებას"

ბორელი: "ევროკავშირი გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარებას"

28/09/2022 07:43:07 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული უკანონო „რეფერენდუმების“ ყალბ შედეგებს არ აღიარებს.

„ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგებს. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფა, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფონზე. მივესალმებით უკრაინელების გამბედაობას, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გამართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, "რუსეთთან შეერთებას კენჭისყრაში მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S