Accentnews.ge
CNN -  ბაიდენმა კონგრესს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის დამატებითი $35 მლნ სთხოვა

CNN -  ბაიდენმა კონგრესს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის დამატებითი $35 მლნ სთხოვა

28/09/2022 06:33:54 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის დამატებითი $35 მლნ სთხოვა, – იუწყება CNN.

გამოცემის ცნობით, თანხები უნდა გამოიყენებოდეს დამატებითი სენსორების შესაძენად და ტექნიკურად, „მონაცემთა შეფასებისა და ანალიზისთვის, ასევე, უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის ატომურ ელექტროსადგურებზე დაცვის საშუალებების უზრუნველსაყოფად".

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 15.1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S