Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "ოკუპანტების ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები უერთდებიან"

უკრაინის გენშტაბი: "ოკუპანტების ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები უერთდებიან"

28/09/2022 06:18:58 მსოფლიო

უკრაინის შეიარღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ოკუპანტების ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები უერთდებიან.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაიწყეს ნაწილობრივი მობილიზაციისთვის გამოძახებული პერსონალის მიღება. ამგვარად, საბრძოლო ზონაში განლაგებული პირველი სატანკო არმიის მე-2 მოტომსროლელი დივიზიის პირველი სატანკო პოლკის ნაწილებში გაძლიერება განხორციელდა. მათ წვრთნა არ ჩატარებიათ. უკრაინაში მებრძოლ ქვედანაყოფებს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები უერთდებიან", –აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S