Accentnews.ge
შოლცი: "ყალბი რეფერენდუმების შედეგებს არ ვაღიარებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას"

შოლცი: "ყალბი რეფერენდუმების შედეგებს არ ვაღიარებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას"

28/09/2022 06:15:12 მსოფლიო

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბერლინი არ ცნობს რუსეთთან შეერთების საკითხზე უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ყალბი რეფერენდუმების შედეგებს.

„ჩვენ არ მივიღებთ ამ ყალბი რეფერენდუმების შედეგებს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას დაუღალავი ძალით“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანია „ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აცილება მოხდეს“.

რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გამართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, "რუსეთთან შეერთებას კენჭისყრაში მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S