Accentnews.ge
„თალიბანმა“ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ხორბლის ავღანეთისთვის მიყიდვის შესახებ

„თალიბანმა“ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ხორბლის ავღანეთისთვის მიყიდვის შესახებ

28/09/2022 06:08:07 მსოფლიო

„თალიბანმა“ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული ნავთობპროდუქტების, გაზისა და ხორბლის ავღანეთისთვის მიყიდვის შესახებ, - იუწყება Reuters.

"ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო მუშაობს სავაჭრო პარტნიორების გაზრდაზე. რუსეთმა "თალიბანის" ადმინისტრაციას ფასდაკლება შესთავაზა. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ტონა ბენზინის, ერთი მილიონი ტონა დიზელის, 500 000 ტონა თხევადი ნავთობის გაზისა (LPG) და ორი მილიონი ტონა ხორბლის მიწოდებას",– განუცხადა გამოცემას ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰაჯი ნურუდდინ აზიზმა.

„თალიბანის“ მთავრობა ჯერ–ჯერობით ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S