Reuters - აშშ უკრაინისთვის 1.1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
28/09/2022 05:59:36 მსოფლიო
აშშ უკრაინისთვის 1.1 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, – იუწყება Reuters თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, უახლოეს ხანში გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდება.
მისი ინფორმაციით, ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა დამატებით მიიღებს მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემებს (HIMARS), საბრძოლო მასალებს, უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებებს, რადარებს და ა.შ.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 15.1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.


