Frontex – 19–დან 25 სექტემრამდე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 66 000 რუსი შევიდა
27/09/2022 19:43:26 მსოფლიო
რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ იზრდება რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან, – იუწყება Reuters ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex–ის მონაცემებზე დაყრდნობით.
"19–დან 25 სექტემრამდე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 66 000 რუსი შევიდა, რაც დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით. რუსების უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა", – აცხადებენ Frontex–ში.
მისი მონაცემებით, ბოლო 4 დღის განმავლობაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.
Frontex-ის ცნობით, რუსების უმეტესობას, ვინც ევროკავშირში გადადის, აქვს ბინადრობის ნებართვა, ვიზა ან ორმაგი მოქალაქეობა.
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს შეფასებით, საზღვრის უკანონო გადაკვეთა სავარაუდოდ, გაიზრდება, თუ რუსეთი გადაწყვეტს საზღვრის დახურვას პოტენციური წვევამდელებისთვის.


