
პარლამენტთან აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა
27/09/2022 19:04:54 საზოგადოება
პარლამენტთან საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად აქცია საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.
აქცია “ევროპული საქართველოსა” და სხვადასხვა ორგანიზაციის ორგანიზებით რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობით დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეებს ბანერი ჰქონდათ გაშლილი წარწერით “ ბოროტსა სძლია კეთილმან - არსება მისი გრძელია”.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ: “დიდება გმირებს!” , “საქართველოს გაუმარჯოს!”