ბლინკენი: "ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას, დაიბრუნონ წართმეული მიწა"
27/09/2022 18:35:45 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა დაიპრყო. ამის შესახებ მან ინდოელ კოლეგასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ უკვე ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენ არ ვაღიარებთ და, რეალურად, არც არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი თავის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც ამა თუ იმ გზით დაიპყრო რუსეთმა”, - განაცხადა ბლინკენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იარაღი, რომელსაც აშშ და სხვა ქვეყნები აწვდიან უკრაინას, ძალიან ეფექტიანად იქნა გამოყენებული ტერიტორიები დასაბრუნებლად.
“უკრაინელები გააგრძელებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, რომ დაიბრუნონ მიწა, რომელიც მათ წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში”, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.


