Accentnews.ge
მედია – ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის

მედია – ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის

27/09/2022 16:46:17 მსოფლიო

ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის, – იუწყება „დოიჩე ველე“.

"თავშესაფრის მოსაპოვებლად საკმარისი არაა საზღვართან მისვლა და მნიშვნელოვანია ამის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, რომ განიხილოს აღნიშნული განცხადებები", – განაცხადა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა.

„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ ევროკომისიის განცხადებით, ფინეთ-რუსეთის საზღვართან გაზრდილი მობილობის მიუხედავად, ამჟამინდელი ვითარება რუსეთის ფედერაციიდან მიგრანტების ნაკადის თვალსაზრისით სტაბილურია. თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავებულია.

როგორც გამოცემა წერს, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირში გაიმართა ტექნიკური დისკუსიები, რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში საერთო მიდგომისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე მათი დაშვების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S