კულება: "ღრმა შეშფოთების სიტყვებითა და პერსონალური სანქციებით ანექსიას ვერ შეაჩერებ, საჭიროა სერიოზული ნაბიჯები"
27/09/2022 16:39:32 მსოფლიო
ფსევდორეფერენდუმებისთვის ევროკავშირის საპასუხო სანქციები რუსეთის ეკონომიკას უნდა ურტყამდნენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგა კატრინ კოლონასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
კულებას თქმით, პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ “რეფერენდუმების” ორგანიზებაში და ჩატარებაში იღებს მონაწილეობას, არასაკმარისი იქნება.
“საჭიროა უკიდურესად სერიოზულად, ეფექტური რეაქცია კონკრეტული რაღაცებით, რაც დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას. რაც უფრო რბილი იქნება რეაქცია ე.წ. რეფერენდუმებზე - მით უფრო მეტი მოტივაცია ექნება რუსეთის ფედერაციას მომავალში მოახდინოს ესკალაცია და ტერიტორიებიც ანექსირება”, - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით სანქციების მერვე პაკეტში ნათელი გახდება რამდენად სერიოზულად უდგება ევროკავშირი ე.წ. “რეფერენდუმების” პრობლემას:
“ჩვენ ჩვენი მოლოდინები პარტნიორებს ყველა დონეზე გადავეცით და ახლა ევროკავშირში უკვე გრძელდება ახალი სასანქციო პაკეტის შემუშავება. შემიძლია გავიმეორო ის, რაც ვუთხარი ჩემს კოლეგებს ნიუ-იორკში - რომ ღრმა შეშფოთების სიტყვებითა და პერსონალური სანქციებით ანექსიას ვერ შეაჩერებ, საჭიროა სერიოზული ნაბიჯები”.
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე წინასწარი მონაცემებით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ "რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა" -იუწყება BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
ცნობისთვის: ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში - დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.


