Accentnews.ge
"რუსეთის მიერ გამართულ "რეფერენდუმებს" არ აქვთ ლეგიტიმაცია, ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის"

"რუსეთის მიერ გამართულ "რეფერენდუმებს" არ აქვთ ლეგიტიმაცია, ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის"

27/09/2022 16:30:58 მსოფლიო

ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთის მიერ გამართულ "რეფერენდუმებს" ლეგიტიმაცია არ აქვთ.

"ნატო–ს მოკავშირეები ურყევად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და თავდაცვის უფლებას. რუსეთის მიერ გამართულ ფიქტიურ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის", - წერს სტოლტენბერგი.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე წინასწარი მონაცემებით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ "რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა" -იუწყება BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

ცნობისთვის: ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში - დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S