Accentnews.ge
რუსული მედიის მტკიცებით, "რეფერენდუმებზე" უმრავლესობამ "რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა"

რუსული მედიის მტკიცებით, "რეფერენდუმებზე" უმრავლესობამ "რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა"

27/09/2022 15:43:06 მსოფლიო

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე წინასწარი მონაცემებით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ "რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა" -იუწყება BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

"არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით მეხუთედი.

რუსეთთან შეერთებაზე თანხმობაs ხერსონის რეგიონში 97%-მა მისცა ხმა, ზაპოროჟიეს რეგიონში - 98%-მა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში - 98%-მა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში - 98%-მა", -იტყობინება BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

უკრაინა და დასავლეთი ხსენებული "რეფერენდუმების" შედეგებს არ აღიარებენ.

ცნობისთვის: ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში - დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში, 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S