
ომბუდსმენობის კანდიდატების შემფასებელი კომისიის წევრთა სია ცნობილია
27/09/2022 12:59:18 საზოგადოება
ომბუდსმენობის კანდიდატების შემფასებელი კომისიის წევრთა სია ცნობილია.
9-კაციანი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდება:
- დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოცუაცია, თავმჯდომარე;
- თამარ ზარანდია - თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
- ნათია კუპრაშვილი - რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
- ლარისა ლიპარტელიანი - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;
- ელენე რუსეცკაია - ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი;
- არნო სტეპანიანი - მრავალეროვანი საქართველო, თავმჯდომარე;
- ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე
- ეკა ციმაკურიძე - დემოკრატიის ინდექსი, თავმჯდომარე;
- ლევან ცუცქირიძე - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი.
ომბუდსმენის არჩევის ახალი წესის მიხედვით, კომისიის წევრები ომბუდსმენობის თითოეულ კანდიდატს შეაფასებენ და შეფასებას წერილობით წარუდგენენ პარლამენტს. შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს: კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.