პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვას "დივერსიულ აქტს" უწოდებს
27/09/2022 12:38:18 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვას "დივერსიულ აქტს" უწოდებს. ამის შესახებ მან ნორვეგიასა და პოლონეთს შორის ახალი მილსადენის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
"ჩვენ არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის დივერსიული აქტი, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის შემდგომ ნაბიჯთან“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
კრემლში არ გამორიცხავენ საბოტაჟის აქტს, ხოლო გაზსადენებზე მიყენებულ ზიანს უპრეცედენტო უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.


