Accentnews.ge
მედია – პოლონეთი ქვეყანაში არ შეუშვებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან

მედია – პოლონეთი ქვეყანაში არ შეუშვებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან

27/09/2022 11:54:08 მსოფლიო

პოლონეთი ქვეყანაში არ შეუშვებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან, – იუწყება პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხემლძღვანელ მიხალ დვორჩიკზე დაყრდნობით.

მისი თქმით, პოლონეთი არ ხურავს საზღვრებს პოლიტიკური შეხედულებების ან ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო რეპრესირებული პირებისთვის.

„მეორეს მხრივ, ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ რეჟიმს, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აღმოჩნდნენ ფრონტზე, ისინი უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა დვორჩიკმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S