ჩეხეთი არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად სლოვაკეთთან სასაზღვრო კონტროლს აწესებს
27/09/2022 10:03:19 მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ სლოვაკეთის საზღვარზე დროებით კონტროლს აწესებს, რათა ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების შესვლა აღკვეთოს. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა განაცხადა.
"ჩვენ განვიცდით უპრეცედენტო სიტუაციას არალეგალური მიგრაციის კუთხით. 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ ჩეხეთში მხოლოდ 11000 არალეგალური მიგრანტი დააკავა", - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა.
როგორც მან აღნიშნა, არალეგალურ მიგრაციასთან ერთად ქვეყანაში ხდება ორგანიზებული დანაშაული, როგორიცაა კონტრაბანდა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩეხეთში ასევე გაზრდილია.
არალეგალური მიგრანტების მზარდი რაოდენობა ჩეხეთის საზღვარს კვეთს, უმეტესობა სირიელები არიან, რომლებიც ევროკავშირში თურქეთიდან ჩადიან.


