Accentnews.ge
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატები დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატები დაასახელეს

27/09/2022 07:44:45 საზოგადოება

არასამთავრო ორგანიზაციებმა „ფონდ ღია საზოგადოების“ ოფისში ომბუდსმენობის სამი კანდიდატი დაასახელეს. ესენია: ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელია.

ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელია. 2017-2021 წლებში იგი საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად იყო არჩეული.

რაც შეეხება გიორგი ბურჯანაძეს, იგი მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე იგი „ღია საზოგადოების ფონდში” მუშაობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S