Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "პუტინი უკრაინის ოკუპირებული ნაწილის რუსეთთან შეერთების თაობაზე განცხადებას სავარაუდოდ, 30 სექტემბერს გააკეთებს"

ბრიტანული დაზვერვა: "პუტინი უკრაინის ოკუპირებული ნაწილის რუსეთთან შეერთების თაობაზე განცხადებას სავარაუდოდ, 30 სექტემბერს გააკეთებს"

27/09/2022 07:00:58 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, 30 სექტემბერს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოვა და სავარაუდოდ, უკრაინის ოკუპირებული ნაწილის რუსეთთან შეერთებას გამოაცხადებს.

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისს განცხადებაში ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. ამ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე "რეფერენდუმი" 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს."- აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

რუსეთი უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 სექტემბრიდან ატარებს ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. "რეფერენდუმები" დღეს უნდა დასრულდეს. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S