Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი მთლიანად ჩაკეტილია"

უკრაინის გენშტაბი: "ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი მთლიანად ჩაკეტილია"

27/09/2022 06:51:25 მსოფლიო

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

გენშტაბის განცხადებით, ისევ დაძაბული სიტუაციაა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომლის თანამშრომლები რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას ცდილობენ.

რუსეთი უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 სექტემბრიდან ატარებს ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. "რეფერენდუმები" 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S