Accentnews.ge
თურქეთში, პოლიციის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, პოლიციის შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

27/09/2022 06:32:49 მსოფლიო

თურქეთში, მერსინის პროვინციაში, პოლიციის შენობასთან აფეთქებას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო მეორე დაიჭრა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა.

მისი ცნობით, მათ თავდაპირველად პოლიციის ოფიცერს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს.

შს მინისტრი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ აკისრებს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S