უკრაინა ოდესის ოლქის თავზე სამი ირანული „დრონის“ ჩამოგდების თაობაზე იუწყება
27/09/2022 06:18:59 მსოფლიო
უკრაინა ოდესის ოლქის თავზე სამი ირანული „კამიკაძე დრონის“ ჩამოგდების თაობაზე იუწყება. შესაბამის ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
მისი ცნობით, მოწინააღმდეგემ ოდესის ოლქში „კამიკაძე დრონებით“ თავდასხმა სცადა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი, სამივე უპილოტო საფრენ აპარატი გაანადგურა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ირანული "დრონები" ცოტა ხნის წინ შეიძინა.


