Accentnews.ge
მედია – აშშ-ის კონგრესში უკრაინის დასახმარებლად 11,7 მლრდ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

მედია – აშშ-ის კონგრესში უკრაინის დასახმარებლად 11,7 მლრდ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

27/09/2022 06:11:59 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესში უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის თითქმის 11,7 მლრდ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, – იუწყება Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, აღნიშნული თანხიდან 4,5 მლრდ დოლარი იქნება გათვალისწინებული უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების და აღჭურვილობის მისაწოდებლად; 2,7 მლრდ დოლარი – სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერის გასაგრძელებლად და 4,5 მლრდ დოლარი – მომავალ კვარტალში უკრაინის მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, რათა დაეხმაროს ხელისუფლებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდაში, კონფლიქტს გამოქცეული უკრაინელების მხარდაჭერაში და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხარჯების დასაფარად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S