რუსეთის ФСБ -მ იაპონიის კონსული დააკავა
26/09/2022 19:39:18 მსოფლიო
რუსეთის ФСБ-მ ვლადივოსტოკში იაპონიის კონსულის მოტოკა ტაცუნორის დაკავების შესახებ განაცხადა.
„იაპონელი დიპლომატი დააკავეს, როდესაც ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ იღებდა შეზღუდული გავრცელების ინფორმაციას რუსეთის თანამშრომლობის მიმდინარე ასპექტების შესახებ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანასთან, პრიმორსკის ტერიტორიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გავლენაზე“, - ნათქვამია ФСБ–ს განცხადებაში.
იაპონურმა მხარემ მომხდარი გააპროტესტა.
მოტოკი ტაცუნორი მის საქმიანობასთან დაკავშირებით პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, – ნათქვამია რუსეთის სადაზვერვო სამსახურის პრესრელიზში.უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს, ბანკებსა და ბიზნესს და ჩამოართვა რუსეთს სავაჭრო ხელშემწყობის მთავარი სტატუსი. პარალელურად ტოკიომ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
რუსეთმა იაპონია შეიყვანა "არამეგობრული ქვეყნების" სიაში და განაცხადა, რომ წყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებებს მასთან.


