
რუსებს საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს
26/09/2022 18:22:07 კავკასია
რუსეთის დატოვების მსურელებს ნება დართეს, „ზემო ლარსზე“ საპასპორტო კონტროლი გაიარონ და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ფეხით გადავიდნენ,– იუწყება „ეხო კავკაზა“ წერს რუსულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, მანამდე საზღვრის გადალახვა მხოლოდ ავტოტრანსპორტით ან ველოსიპედით იყო შესაძლებელი.
გამოცემასთან ინფორმაცია დაადასტურეს ჩრდილოეთი ოსეთის რუსეთის ФСБ–ს სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურში და აღნიშნეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება „სისწრაფისთვის“მიღეს.
გამოცემის ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ ახლა საზღვრის გადაკვეთა ფეხითაც არის შესაძლებელი, ე.წ. ზემო ლარსის „ჩატში“ და „ტელეგრამ“ არხში „Tbilisi_life“ წერენ.
ამის შესახებ ყვებიან საქართველოში გადმოსული რუსეთის მოქალაქეები. ერთ–ერთმა აღნიშნა ისიც, რომ მანქანა დატოვა და გზა ქვეითად განაგრძო.
იხილეთ ასევე:
- „ეს ეხება ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს“: აბდურახმანოვი ლარსზე და ქართველ მესაზღვრეებზე საუბრობს
- ცნობილია, რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი მობილიზაციის შემდეგ
- "საქართველოში არა მხოლოდ ორი რეგიონია ოკუპირებული, არამედ ახალგაზრდა რუსი მამაკაცების დიდი შემოდინებაა, ვაფასებ ქართველების შეშფოთებას"