Accentnews.ge
თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის გასაშუქებლად კვლავ არ შეუშვეს

თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის გასაშუქებლად კვლავ არ შეუშვეს

26/09/2022 10:46:31 საზოგადოება

BMG-ს მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია აცხადებს, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა უნდა გაეშუქებინა, კვლავ არ შეუშვეს.

"არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… (დიახ, პირი დამრჩა ღია) მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე! შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ - აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო - იყო პასუხი… ხო კიდევ, ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე - მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის გასაშუქებლად 12 სექტემბერსაც არ შეუშვეს.

„არ ვიცი, რა ვთქვა – საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს.მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა – სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ.”, – წერდა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში 12 სექტემბერს.

იგი ვარაუდობდა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა მისმა სიუჟეტმა, რომელიც 9 სექტემბერს გავიდა.

მისი თქმით, სიუჟეტი შეეხებოდა საკითხს, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია, მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოქვეყნებულა საჯაროდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S