Accentnews.ge
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

26/09/2022 10:37:04 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისშიც მიმდინარე კვირაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S