Accentnews.ge
წულუკიანი: "როგორც კი ინვენტარიზაცია დასრულდება, მასალები გადაეცემა გამოძიებას"

წულუკიანი: "როგორც კი ინვენტარიზაცია დასრულდება, მასალები გადაეცემა გამოძიებას"

26/09/2022 10:17:47 პოლიტიკა, საზოგადოება

კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით,"როგორც კი ინვენტარიზაცია დასრულდება, მასალები გადაეცემა გამოძიებას".

მისი თქმით, 2 640 ექსპონატი დაკარგულად ითვლება.

„იმ ჯგუფს, ვინც დამხვდა, ვუთხარი რომ მოდი, ჩავატაროთ ინვენტარიზაცია, იმიტომ, რომ გამოვუცხადე ნდობა. მათ ჩაატარეს ინვენტარიზაცია, რომელიც მერე ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ მათ ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებიათ და უბრალოდ გააფორმეს, რომ ვითომ ინვენტარიზაცია ჩატარდა. ამის მერე ჩვენ რეალური ინვენტარიზაცია დავიწყვიტეთ და უკვე გაჩნდა უნდობლობა, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ქაღალდზე რაღაცის შედგენას. გულისხმობს კონკრეტულ ექსპონატთან მუშაობას, კონკრეტული ინვენტარის დოკუმენტთან მუშაობას და შემდეგ ასახვას იმისა, რა იყო, რა დაგვხვდა და ისტორიას და პასპორტიზაციას ექსპონატისა“, – განაცხადა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, დაკარგული ექსპონატების ბედს მომავალში გამოძიება დაადგენს.:

„გამოძიება ჯერ ვერ იქნება დაწყებული, იმიტომ, რომ ინვენტარიზაციის პროცესი ჯერ გრძელდება, ეროვნული მუზეუმი გახლავთ ერთი დიდი ორგანიზაცია. ის ციფრები, რომლებიც მე პარლამენტის წინაშე წარვადგინე, არის მხოლოდ 22 სექტემბრის მდგომარეობით, ეს ალბათ, გაიზრდება, რამდენიმე ფონდში ინვენტარიზაცია მიმდინარეა, როგორც კი დასრულდება ეს მასალები გადაეცემა გამოძიებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი ამბობს, რომ ინვენტარიზაცია აქამდე იმიტომ ვერ გაკეთდა, რომ წლების განმავლობაში „ისე კარგად იყო შეფუთული“ მუზეუმების საქმიანობა, რომ „არანაირი ნიშანი არ ჩანდა იმისა, რომ რომელიმე მინისტრს ეჭვი შეჰპარვოდა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S