პუტინმა ევროკავშირში რუსეთის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
26/09/2022 08:52:24 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირსა და ევრატომში, ვლადიმერ ჩიჟოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
„გათავისუფლდეს ვლადიმერ ჩიჟოვი ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებაში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
განცხადებაში გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი არ არის.
ვლადიმირ ჩიჟოვი ხსენებულ თანამდებობას 2005 წლის ივლისიდან იკავებდა.


