თავდასხმა რუსეთში, არის მსხვერპლი
26/09/2022 08:29:42 მსოფლიო
დღეს რუსეთში, ქალაქ იჟევსკის #88 სკოლაში უცნობმა კაცმა ცეცხლი გახსნა.
არსებული ცნობებით, თავდამსხმელს მოთხოვნა არ დაუყენებია.
შედეგად, ადგილობრივი შსს–ს ცნობით, მოკლულია 6 ადამიანი, დაშავდა – 20. მათ შორის ბავშვებიც არიან. ცნობილია, რომ დაჭრილია დაქცვის სამსახურის თანამშრომელი.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მისი ვინაობისა და მოტივის შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.


