ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
26/09/2022 07:56:33 მსოფლიო
ბრიტანული ფუნტ სტერლინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა გადასახადების შემცირების 45-მილიარდიანი პაკეტის შესახებ განაცხადა, – იუწყება BBC.
მისი ცნობით, დღეს დილით აზიის ბირჟებზე ერთმა ფუნტმა – 1.03 აშშ დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი – 1.06 დოლარამდე გაიზარდა.
ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 23 სექტემბერს დაანონსებული 45-მილიარდიანი პაკეტის გარდა, გადასახადების დამატებითი შემცირებაც იგეგმება.


