რუსეთში, იჟევსკის სკოლაში კაცმა ცეცხლი გახსნა
26/09/2022 07:54:58 მსოფლიო
რუსეთში, ქალაქ იჟევსკის #88 სკოლაში უცნობმა კაცმა ცეცხლი გახსნა, იუწყება ადგილობრივი მედია და ვიდეოს აქვეყნებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიჭრა დაცვის ერთი თანამშრომელი და ორი მოსწავლე.
თვითმხილველების ცნობით, სასწავლო დაწესებულების ტერიტორია ამჟამად შემოსაზღვრულია.
თავდამსხმელს არანაირი მოთხოვნა არ დაუყენებია – ისვრის შენობის მეორე სართულიდან პოლიციის მისამართით.
განახლება
ქვეყნის შსს–ს ცნობით, სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.


