Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "სამხედრო ინსტრუქტორების სიმცირის გამო რუსეთი ბევრ ახალგაწვეულს ფრონტის ხაზზე მინიმალური მომზადებით გაგზავნის"

ბრიტანული დაზვერვა: "სამხედრო ინსტრუქტორების სიმცირის გამო რუსეთი ბევრ ახალგაწვეულს ფრონტის ხაზზე მინიმალური მომზადებით გაგზავნის"

26/09/2022 07:29:07 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბაზებზე უკვე ჩაიყვანეს მობილიზებულთა პირველი ჯგუფები. მობილიზაციის მიზნით გაცემულია ათეულობით ათასი უწყება.

ბრიტანული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ამ პროცესში რუსეთი ადმინისტრაციულ და გაწვეულთა მომზადებასთან დაკავშირებულ მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებს წააწყდება.

"დასავლეთის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსი სამხედროები ჯარისკაცების საწყის მომზადებას ატარებენ დაბალი დონის ოპერატიულ ქვედანაყოფებში და არა სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში. ამასთან, როგორც წესი, რუსეთის არმიის ყველა ბრიგადიდან გარნიზონში ტოვებენ ერთს, თუ ორი სხვაგანაა გადასროლილი, ინსტრუქტორების მიერ ახალწვეულების მოსამზადებლად, თუმცა, რუსეთს ამ მესამე ბატალიონების დიდი ნაწილიც უკრაინაში ჰყავს გაგზავნილი. სამხედრო ინსტრუქტორების სიმცირის და რუსეთის მიერ მობილიზაციის ნაჩქარევად დაწყების გამო ბევრ ახალგაწვეულს ფრონტის ხაზზე გაგზავნიან მინიმალური მომზადებით", – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.

პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S