Accentnews.ge
ზელენსკი: "ამერიკისგან NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა მივიღეთ"

ზელენსკი: "ამერიკისგან NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა მივიღეთ"

26/09/2022 06:30:00 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევმა შეერთებული შტატებისგან მაღალი ტექნოლოგიის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS მიიღო.

"მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს ამ დადებითი გადაწყვეტილებისთვის. NASAMS უკვე მიღებულია", - ამბობს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა ე.წ. მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) და სხვა სისტემებისთვისაც, რომლებიც უკრაინის არმიას ეხმარება, მოიგერიოს ევროპაში სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S