Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "მობილიზაციის გამო რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა"

უკრაინის გენშტაბი: "მობილიზაციის გამო რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა"

26/09/2022 06:02:09 მსოფლიო

მობილიზაციის გამო რუსეთმა როსტოვის ოლქი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. როსტოვის ოლქი დაკეტილია შემსვლელთათვის და გამსვლელთათვის. პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე, ნათესავების მეშვეობით, სამი დღის ვადაში გამოცხადება უბრძანეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მისი ცნობით, ბელგოროდის რეგიონის შეკრების პუნქტებში მისულ პერსონალს ეძლევა სია, თუ რა უნდა შეიძინონ საკუთარი ხარჯებით, კერძოდ, საუბარია თბილ ტანსაცმელზე.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი მობილიზაციას განაგრძობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მათ შორის – ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში, სადაც შესაბამის უწყებებს უგზავნიან ყველას, ვინც 18 წლის ასაკს უკვე მიაღწია, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს კი, პირდაპირ სამხედრო ნაწილებში აგზავნიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S