Accentnews.ge
თეირანი კიევს “შესაბამის” პასუხს ჰპირდება

თეირანი კიევს “შესაბამის” პასუხს ჰპირდება

24/09/2022 15:47:46 მსოფლიო

თეირანი "შესაბამის" პასუხს გასცემს უკრაინის გადაწყვეტილებას, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო თეირანთან დიპლომატიური კავშირები შეამციროს, - განაცხადა დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ნასერ ქანაანიმ.

“უკრაინის გადაწყვეტილება დაუდასტურებელ ცნობებს ეფუძნება. უკრაინამ თავი უნდა დააღწიოს იმ მესამე მხარეების გავლენას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის კავშირების ნგრევას ლამობენ" – განაცხადა, სამთავრობო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ქანაანიმ.

23 სექტემბერს კიევმა უკრაინაში ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებისა და ელჩისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამ გზით კიევმა თეირანის მიერ რუსეთისთვის კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება გააპროტესტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S