Accentnews.ge
უკრაინული არმია საცეცხლე ზეწოლას ახორციელებს ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი თავისი მიზნებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინული არმია საცეცხლე ზეწოლას ახორციელებს ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი თავისი მიზნებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს - ბრიტანული დაზვერვა

23/09/2022 10:54:33 ევროპა

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უტევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს, რომელიც რუსეთის ჯარებმა მაისში დაიკავეს. ლიმანი მდინარე სევერსკი დონეცის აღმოსავლეთში მდებარეობს.

ამავე წყაროს ცნობით, ბოლო სამ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში დაიკავეს პლაცდარმები მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე, სადაც რუსეთი თავდაცვის ხაზის შექმნას ცდილობდა სექტემბრის დასაწყისში – ხარკოვის ოლქიდან უკან დახევის შემდეგ.

ბრიტანული დაზვერვა უახლეს ანგარიშში აღნიშნავს,რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია ისევ რთულია, თუმცა, უკრაინა ზეწოლას ახდენს იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს საკუთარი სამხედრო მიზნების მისაღწევად სჭირდება.

23 სექტემბერს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, დაიწყო ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. უკრაინის ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული "რეფერენდუმები" 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S