ბლინკენი – გაეროს უშიშროების საბჭოს: "პუტინს საერთაშორისო წესრიგის ნგრევა არ უნდა შერჩეს"
22/09/2022 19:07:05 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მოუწოდებს, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომლის ბრძანებით განხორციელებული რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და ქვეყნის დიდი ნაწილის ანექსირების მცდელობა, ანგრევს არსებულს საერთაშორისო წესრიგს.
ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეახსენა, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მომხდარი უდიდესი კონფლიქტის ფონზე, პუტინის ხელს უწყოს კრემლის მიერ კონტროლირებად ოთხ ტერიტორიაზე 23 სექტემბერს რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების ჩატარებას.
"ჩვენ თვალწინ ინგრევა ის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დასაცავადაც ჩვენ აქ ვიმყოფებით. ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს შერჩეს პრეზიდენტს პუტინს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიულია მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა ასევე ნიშნავს საერთაშორისო წესრიგის დაცვას, რომლის თანახმადაც ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ უნდა შეძლოს ძალით სხვა ქვეყნის საზღვრის შეცვლა.
თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ პრინციპის დაცვას იმ დროს, როდესაც კრემლი უხეშად თელავს მას ფეხქვეშ, ამით ჩვენ სიგნალს გავუგზავნით ყველა სხვა აგრესორს, რომ მათაც შეუძლიათ ამ პრინციპის უგულებელყოფა. ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ თითოეულ სახელმწიფოს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და გააჩაღა სასტიკი ომი, რომელსაც დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.
21 სექტემბერს, პუტინმა გასცა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ბრძანება და თქვა, რომ მუქარა იმის შესახებ, რომ ის ყველა საშუალებას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიის დასაცავად, "არ არის ბლეფი". მისი სიტყვები აღქმული იქნა მინიშნებად რუსეთის ბირთვულ არსენალზე.


