
თურქეთმა ოთხი ქურთული რეგიონის გუბერნატორები დააკავა
15/10/2019 11:50:14 სხვა, მსოფლიო
თურქეთის ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ოთხი ქურთული რეგიონის – ჰაკარის, იუკსეკოვას, ერქისის, ნუსაიბინის გუბერნატორები დააკავა.
როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებულებს ტერორისტებთან კავშირს ედავებიან.
ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა საკუთარ საზღვრებთან საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობის მიზნით სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.