
"უკრაინელი მებრძოლები საცეცხლე კონტროლს უქვემდებარებენ ლუგანსკის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ არტერიას"
22/09/2022 15:23:59 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები "ნელა, მაგრამ დამაჯერებლად უქვემდებარებენ საცეცხლე კონტროლს ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ არტერიას".
ამასთან, როგორც შეტყობინებაში ვკითხულობთ, დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ზურგში განხორციელებული დარტყმების შედეგად, „შეიძლება, ითქვას, რომ ლისიჩანსკის რაიონში მტერს საქმე ცუდად აქვს და მათ გამო ასევე ეცემა ნოვოაიდარი".
ამჟამად ლუგანსკის რეგიონი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.