Accentnews.ge
მედვედევი კვლავ იმუქრება

მედვედევი კვლავ იმუქრება

22/09/2022 12:02:55 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია, დასაცავად გამოიყენოს ნებისმიერი, მათ შორის ბირთვული იარაღი.

მან 22 სექტემბერს საკუთარ ტელეგრამ-არხზე ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულების „შედეგები“ გამოაქვეყნა, რომელთაც ის შემდეგნაირად განმარტას:„რეფერენდუმები ჩატარდება და დონბასის რესპუბლიკებს და სხვა ტერიტორიებს რუსეთში მიიღებენ; ყველა შემოერთებული ტერიტორიის დაცვა არსებითად გაძლიერდება რუსეთის შეიარაღებული ძალებით; რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი დაცვისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სამობილიზაცო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული შეიარაღება, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და იარაღი ახალ პრინციპებზე".

„ნუ შეგვაშინებს საუბრებით ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ. ჰიპერბგერას გარანტირებულად შეუძლია ევროპასა და აშშ-ში სამიზნეებს გაცილებით სწრაფად მიაღწიოს. რუსეთმა აირჩია თავისი გზა. უკან გზა არ არსებობს“, - წერს მედვედევი.

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადებაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბრიდან გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია. ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების შესვლის საკითხზე „რეფერენდუმებს“ 23-27 სექტემბერს ჩაატარებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S