Accentnews.ge
რუს გენერალს ტყვეთა გაცვლის საკითხზე საუბრისას მედვედჩუკი არ უხსენებია

რუს გენერალს ტყვეთა გაცვლის საკითხზე საუბრისას მედვედჩუკი არ უხსენებია

22/09/2022 10:49:36 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დაადასტურა უკრაინასთნ ტყვეების გაცვალა.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გენერალ კონაშენკოვის განცხადებით, „გაცვლის შესახებ რთული მოლაპარაკების შედეგად, ღამით, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებულ, უკრაინის ტერიტორიიდან დაბრუნებულია რუსეთის და დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების 55 სამხედრო“.

მისი თქმით, გათავისუფლებული სამხედროები რუსეთში ჩაიყვანეს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან.

კონაშენკოვს არ უთქვამს რამდენი ტყვე გადასცეს უკრაინას და არც უკრაინელი მეომრების სანაცვლოდ გათავისუფლებული ვიქტორ მედვედჩუკი უხსენებია.

უკრაინელ მებრძოლებში, მათ შორის „აზოვის“ წევრებში მედვედჩუკის გაცვლის შესახებ ჟურნალსტებმა მოსკოვში, დღევანდელ ბრიფინგზე ჰკითხეს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანს, დმიტრი პესკოვს. მან პასუხს თავი აარიდა.

გასულ ღამით ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთს გადასცა ვიქტორ მედვედჩუკი და 55 სამხედრო ტყვე და სანაცვლოდ დაიბრუნა უკრაინის 215 დამცველი. რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორისაა პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი. ასევე, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები და მედიკოსები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 124 ოფიცერია.

უკრაინელი მეომრების გარდა, რუსეთმა გაათავისუფლა 10 უცხოელი მებრძოლიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S