Accentnews.ge
„სხვა დონეზე გავარკვევ“: რუსი მაღალჩინოსნების შვილებს ომში წასვლა არ სურთ

„სხვა დონეზე გავარკვევ“: რუსი მაღალჩინოსნების შვილებს ომში წასვლა არ სურთ

22/09/2022 08:40:47 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის იუთუბ–არხის Популярная политика–ს წამყვანებმა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მაღალჩინოსნების ვაჟებს პირდაპირ ეთერში ჩამოურეკეს კითხვით, მზად არიან თუ არა, უკრაინაში ნებაყოფილობით წავიდნენ საომრად.

წამყვანებმა ადრესატებს უთხრეს, რომ კომისარიატიდან რეკავდნენ. რამდენიმე მაღალჩინოსნის, მათ შორის რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვაჟმა ომში წასვლის სურვილი არ გამოთქვა, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო იყო კრემლის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვის ვაჟთან გასაუბრება. 32 წლის ნიკოლაი პესკოვი თადარიგის ოფიცერია. ის სტრატეგიულ ძალებში მსახურობდა.

„დილის 10:00 საათზე მე, რა თქმა უნდა, არ მოვალ. უნდა გესმოდეთ, რომ მე ბატონი პესკოვი ვარ. და არც ისე სწორი იქნება, რომ იქ ვიყო. მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ“,– უთხრა პესკოვმა წამყვანს.

მათ შორის დიაკუსია რამდენიმე წუთხს გაგრძელდა, თუმცა ინტერვიუს ბოლოს კითხვაზე, „თანახმა ხართ თუ არა, მოხალისედ წახვიდეთ ფრონტზე“, პესკოვმა უპასუხა: „არა!“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S