Accentnews.ge
ვლადიმირ პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის – ბრიტანული დაზვერვა

ვლადიმირ პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის – ბრიტანული დაზვერვა

22/09/2022 07:20:57 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება ფაქტობრივად, იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა ამოწურა უკრაინაში ომის მსურველი მოხალისეების მარაგი.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციისა და პირადი შემადგენლობისთვის 300 ათასი ადამიანის შეკრების პროცესში რუსეთი წააწყდება ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ პრობლემებს, მობილიზაციის შედეგად შექმნილი ფორმირებები კი, ბრძოლისუნარიანი ვერ გახდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებითვე, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ არაპოპულარული იქნება. ხოლო პუტინი საჭირო საბრძოლო ძალის მოპოვების იმედით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 21 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.

იხილეთ ასევე: რუსი ჟურნალისტი: „პუტინს მობილიზაცია ორმა ფაქტორმა გადააწყვეტინა“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S