Accentnews.ge
იაპონელი დიპლომატი: „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად ერთად იმუშავებენ"

იაპონელი დიპლომატი: „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად ერთად იმუშავებენ"

22/09/2022 06:10:46 მსოფლიო

“დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაღრმავების მიზნით თანამშრომლობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთად იმუშავებენ უკრაინის მხარდასაჭერად და სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე რეაგირებისთვის“, - განაცხადა ჰაიაშიმ.

ამასთან, მისი თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ფარგლებში, იაპონია გეგმავს აკრძალოს რუსეთში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პროდუქტების ექსპორტი და გააფართოვოს იმ რუსული სამხედრო ორგანიზაციების სია, რომლებშიც ექსპორტი აკრძალულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S