ბლინკენი: "პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა სიძლიერის პოზიციიდან"
22/09/2022 06:01:30 მსოფლიო
პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა სიძლიერის პოზიციიდან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს.
„პრეზიდენტ პუტინის მოწოდება უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა სიძლიერის პოზიციიდან“, – წერს ბლინკენი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
ამას რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარალელურ რეჟიმში უამრავი მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს, რის გამოც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ გზებზე საცობებია წარმოქმნილი. რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღა მოაწყდა საქართველოს საზღვარსაც. მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არც ამჯერად გეგმავს.


