Accentnews.ge
დონალდ ტრამპს და მის შვილებს თაღლითობაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპს და მის შვილებს თაღლითობაში ადანაშაულებენ

22/09/2022 05:57:11 მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურატურა თაღლითობით გამდიდრებაში ადანაშაულებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის შვილებს - ივანკას, ერიკს და უმცროს დონალდს.

გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის თანახმად, 2011-2021 წლებში „ტრამპის ორგანიზაცია“ უკანონოდ ზრდიდა მისი კუთვნილი ქონების ფასს, შეცდომაში შეჰყავდა სისტემა და ამ გზით საკუთარი კაპიტალი მილიარდობით დოლარით გაზარდა.

ჯეიმსი მოითხოვს, რომ ტრამპს და მის შვილებს აეკრძალოს ნიუ-იორკის ნებისმიერ კომპანიაში საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება, ხოლო „ტრამპის ორგანიზაციას“ - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება და ოჯახმა ზარალის ასანაზღაურებლად გადაიხადოს 250 მილიონი დოლარი. ნიუ-იორკის პროკურორი 220-გვერდიან საქმეს გადასცემს ფედერალურ პროკურატურასა და საგადასახადო სამსახურს.

"ტრამპის ორგანიზაცია“ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საქმეს ფაქტებთან და კანონთან საერთო არაფერი აქვს. აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი დონალდ ტრამპი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა, მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S