Accentnews.ge
მედია-გამოძიება: უცხოეთში რუსული სამხედრო ბაზები დაცარიელებულია

მედია-გამოძიება: უცხოეთში რუსული სამხედრო ბაზები დაცარიელებულია

21/09/2022 17:41:16 მსოფლიო

"რადიო თავისუფლების" ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ოფისებმა გამოაქვეყნეს საგამოძიებო მასალები, რომელთა მიხედვით, ხსენებულ ქვეყნებში სამხედრო ბაზები ფაქტობრივად დაცარიელებულია სამხედროების უკრაინის ფრონტზე გადასროლის გამო.

როგორც ტაჯიკმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, მარტო რუსული 201-ე სამხედრო ბაზიდან ფრონტზე 1000-1500 ჯარისკაცი და ოფიცერი გაიგზავნა.

ყირგიზი ჟურნალისტების მონაცემებით კი, ივნისში უკრაინაში კანტის სამხედრო ბაზიდან ორ ჯგუფად 900-მდე სამხედრო გადაისროლეს.

ცნობისთვის: ექსპერტებმა ჯერ კიდევ მარტში დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კრემლის მიერ დაგეგმილი ბლიც-კრიგი ჩავარდა, რუსულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ უცხოეთში თავისი ბაზებიდან სამხედროების ფრონტზე გადასროლა დაიწყო. იმ პერიოდში გაჩნდა ცნობები სომხეთის გიუმრის ბაზიდან ფრონტზე 800 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. გარდა ამისა, იმავე დროს უკრაინაში გადაისროლეს რუსი სამხედროები ქალაქებიდან დუშამბე და ბოხტარი (ტაჯიკეთი).

აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთში მდებარე ბაზები უმსხვილესია რუსეთის სახმელეთო ჯარების უცხოეთში განთავსებულ ბაზებს შორის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S